ბითაძის სარეკორდო 5 დაფარება „მემფისის“ წინააღმდეგ - გოგამ „ინდიანას“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის სარეკორდო 5 დაფარება „მემფისის“ წინააღმდეგ - გოგამ „ინდიანას“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსიNBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „მემფისს“ ესტუმრა და ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა 132:125.

გოგა ბითაძეს თავის გამოსაჩენად 18 წუთი და 21 წამი ჰქონდა, ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში თავისი კიდე ერთი შედეგი გააუმჯობესა და 5 დაფარება დააგროვა. საერთო ჯამში კი მისი მონაგარი ამ დროში 7 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში, 4 დაცვაში), 1 პასი და 5 დაფარება იყო. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში, საჯარიმოს ხაზიდან კი ორჯერ ისროლა და ორივეჯერ ზუსტად. ის მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

პეისერსი“ შეტევაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და პირველივე მეოთხედში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა ამ სეზონის რეკორდი დაამყარა და ყველაზე მეტი, 45 ქულა დააფიქსირა ერთ მეოთხედში. „ინდიანას“ საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

პეისერსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი კარის ლევერტი იყო, რომელმაც 34 ქულა დააგროვა. მალკოლ ბროგდონსა და დომანტას საბონისს სამმაგ დუბლამდე, შესაბამისად თითო-თითო მოხსნა და პასი დააკლდათ. „ინდიანას“ წამყვანი გამთამაშებლის ანგარიშზე 29 ქულა, 9 მოხსნა და 11 პასია, ლიეტუველმა ცენტრმა კი 18 ქულასთან ერთად, 15 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „მემფისიდან“ საუკეთესო ვალანჩუნასი იყო, რომელმაც 34 ქულითა და 22 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, 23 ქულა ჰქონდა ჯა მორანტს.

 

მემფისი – ინდიანა 125:132

ამრიგად, ბითაძის გუნდმა ზედიზედ მე-3 მოგება ჩაიწერა აქტივში. შემდეგ შეხვედრას კი „ინდიანა პეისერსი“ 14 აპრილს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.