ბითაძის სამი ქულა, „ინდიანას“ მარცხი კონფერენციის ლიდერთან [ვიდეო]

„ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი კონფერენციის ლიდერ „ფილადელფიასთან“ გამართა და 110:119 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი მხოლოდ 6 წუთით ათამაშეს. ამ დროში მან 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო. ინდიანელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო მარკუს ბროგდონი. დომანტას საბონისმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

11 მოგებითა და 9 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩს 3 თებერვალს, შინ „მემფისთან“ გამართავს.