ბითაძის ოთხი ქულა „მემფისთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე რიგით მეათე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ინდიანამ“.

„პეისერსმა“ საკუთარ არენაზე „მემფისი“ მიიღო და დამაჯერებელ ანგარიშით 126-114 სძლია. ქართველმა ცენტრმა მოედანზე შვიდი წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე ოთხი ქულა და ერთი მოხსნა მიითვალა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი, ასევე ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ინდიანელთა შორის საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. „მემფისის“ რიგებში კი ორმაგი დუბლი ლიტველმა იონას ვალანჩუნასმა გაიფორმა (14 ქულა, 11 მოხსნა).

„ინდიანა“ 10 მოგებითა და ექვსი წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „პეისერსი“ კვლავ შინ, „იუტა ჯაზთან“ გამართავს.