ბითაძის ორმაგი დუბლი და სუპერმატჩი - „ინდიანას“ პლეი-ოფამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის ორმაგი დუბლი და სუპერმატჩი - „ინდიანას“ პლეი-ოფამდე ერთი მოგება აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT

ინდიანამპლეი-ინში თავისი პირველი შეხვედრა „შარლოტის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ძალიან მარტივად 144:117 დაამარცხა.

გოგა ბითაძეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა NBA-ში. მან 14 ქულითა და 10 მოხსნით (6 შეტევაში) ორმაგი დუბლი გაიფორმა. გოგას ანგარიშზე ასევე 1 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრაა და ეს ყველაფერი მხოლოდ 18 წუთსა და 42 წამში. შეგახსენებთ, რომ 14 ქულა ბითაძის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია, რაც მან კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან საშუალო დისტანციიდან 8-ჯერ ისროლა და 4-ჯერ ზუსტად, საჯარიმოს ხაზთან კი 8-ჯერ დადგა და აქედან 6-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგა არცერთხელ დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. ბითაძისთვის ეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-2 ორმაგი დუბლია, პირველი მან თავის სადებიუტო წელს „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გაიფორმა.

ინდიანამ“ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება პირველივე მეოთხედში მოახერხა, როცა „შარლოტს“ 16 ქულით გაექცა. პირველი ტაიმის ბოლოს კი 24 ქულით უგებდა. ნეიტ ბიორკგრენის გუნდს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და „პეისერსიპლეი-ინ ტურნირის შემდეგ ეტაპზეა, სადაც „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდება, რომელიც თავის შეხვედრაში „ბოსტონთან“ დამარცხდა. „სელტიკსი“ გამარჯვებით პლეი-ოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ბრუკლინ ნეტსი“ იქნება.

ინდიანა – შარლოტი 144:117

ყველაზე შედეგიანი „ინდიანას“ მხრიდან ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. დაგ მაკდერმოტს 21 ქულა ჰქონდა. გოგასთან ერთად ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა, 21 მოხსნა და 9 პასია. „შარლოტიდან“ საუკეთესო 23 ქულით მაილს ბრიჯისი იყო.

„ინდიანა პეისერსისა“ და „ვაშინგტონ ვიზარდსს“ შორის შეხვედრა 21 მაისს გაიმართება. გამარჯვებული კი პლეი-ოფში გავა, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასულ „ფილადელფიას“ შეხვდება.