ბითაძის ორი ქულა „ფილადელფიასთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანამ“. „პეისერსმა“ საკუთარ არენაზე „ფილადელფიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა (101-95).

კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე 4:14 წუთით გამოჩნდა და ამ დროის მანძილზე 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასის დაგროვება მოასწრო. 10 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა. 14 ქულითა და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა მაელს ტერნერს. 21-21 ქულა დააგროვეს ტი ჯეი ვორენმა და მალკოლმ ბროგდონმა.

„სიქსერსის” რიგებში კი 24 ქულითა და 14 მოხსნით ბენ სიმონსი გამოირჩა. 23 ქულით დაასრულა მატჩი რიჩარდსონმა.

დეტროიტი – ნიუ ორლეანი 110-117 (ოვერტაიმი)

ბოსტონი – ჩიკაგო 113-101

მინესოტა – ოკლაჰომა 104-117

პორტლენდი – შარლოტი 115-112

საკრამენტო – ორლანდო 112-114

ლეიკერსი – კლივლენდი 128-99