ბითაძის ორი ქულა და ორი მოხსნა „მინესოტასთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. რიგით 26-ე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ნეიტ მაკმილანის გუნდმა სტუმრად „მინესოტას“ ხუთი ქულის სხვაობით ანგარიშით 99:104 სძლია. სამწუხაროდ, კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრს. ბითაძე პარკეტზე მხოლოდ 4,06 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში ორი ქულა და ორი მოხსნა დააგროვა. ინდიანელებს შორის ყველაზე შედეგიანი 29 ქულითა და 13 მოხსნით დომანტას საბონისი გამოდგა. ბროგდონმა 21 ქულა დააგროვა. „მინესოტას” რიგებში 17 ქულა ჰქონდა ჯარეტ კალვერს. 15-15 ქულა დააგროვეს გორგუი დიენგმა და კეიტა ბეიტს-დიოპმა.

ბოსტონი-დეტროიტი 103:116

ფილადელფია-ბრუკლინი 117:106

მაიამი-სან ანტონიო 106:100

ჩიკაგო-ვაშინგტონი 115:106

ოკლაჰომა-ტორონტო 121:130

დენვერი-შარლოტი 100:86

ჰიუსტონი-პორტლენდი 107:117

საკრამენტო-დალასი 123:127

ლეიკერსი-ორლანდო 118:119