ბითაძის მცირე სათამაშო დრო და 2 ქულა - „ინდიანამ“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის მცირე სათამაშო დრო და 2 ქულა - „ინდიანამ“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაNBA-ის რეგულარულ სეზონში მორიგი შეხვედრა გამართა და „ვაშინგტონ ვიზარდსს“ ესტუმრა. რიკ კარლაილის გუნდმა მეტოქე 127-117 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მაილს ტერნერის დაბრუნების შემდეგ, გოგას სათამაშო წუთები მნიშვნელოვნად შეუმცირდა – წინა შეხვედრაში „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ მას საერთოდ არ უთამაშია, „ვაშინგტონთან“ კი მხოლოდ 2:26 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 2 ქულისა და 1 პასის დაგროვება მოასწრო. გოგამ 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და ერთხელ დაჯარიმდა.

შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყიდა. „პეისერსმა“ საწყისი ორი მეოთხედი მარტივად მოიგო და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ „ვიზარდსმა“ ბოლო ორი მეოთხედი მოიგო, მატჩი ვერ შემოატრიალა და 10 ქულით დამარცხდა.

მაილს ტერნერს 27 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა, „ვაშინგტონიდან“ კი 31 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა. ტაირიზ ჰალიბერტონსა და ბადი ჰილდს 25-25 ქულა ჰქონდათ.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 31 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.