ბითაძის 9 ქულა „მილუოკისთან“ სტუმრად წაგებულ მატჩში (ვიდეო)

„ინდიანამ“ მიმდინარე სეზონზე რიგით 25-ე მატჩი წააგო. „პეისერსი“ სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერ „მილუოკის“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან 119-100 დამარცხდა.

ნეიტ მაკმილანმა 20 წლის ქართველი ცენტრი მოედანზე ამჯერად 7:45 წუთით შეიყვანა. ამ დროის მანძილზე კი გოგამ 9 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ინდიანელთა შორის ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ტი ჯეი ვორენი იყო. დომანტას საბონისმა 15 ქულითა და 10 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლიტველის აქტივში ასევე 7 პასი იყო. 16 ქულა დააგროვა დაგ მაკდერმოტმა.

„მილუოკის“ რიგებში 29 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იანის ანტეტოკუნმპომ. 20 ქულა დააგორვა კრის მიდლტონმა.

კლივლენდი – ბოსტონი 106-112

დეტროიტი – ოკლაჰომა 107-114

მაიამი – ორლანდო 116-113

ბრუკლინი – მემფისი 79-118

ნიუ იორკი – იუტა 104-112

მინესოტა – ჩიკაგო 115-108

დალასი – ნიუ ორლეანი 127-123 (ოვერტაიმი)

პორტლენდი – ვაშინგტონი 125-104