ბითაძის 9 ქულა 15 წუთში - „პეისერსმა“ რეგულარული სეზონის დაწყებამდე ბოლო შეხვედრა გამართა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსმაNBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე ბოლო შეხვედრა გამართა. რიკ კარლაილის გუნდმა „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 114-122 დამარცხდა.

გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე 15:08 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენა და 9 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში) და 3 პასი დააგროვა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. ბითაძის +/- მაჩვენებელი +6 იყო, რაც „პეისერსის“ მხრიდან მე-2 საუკეთესო შედეგია.

საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან 33 ქულით ჯეილენ გრინი იყო, „ინდიანაში“ კი 19 ქულით ბადი ჰილდი გამოირჩა, 18 ქულა ჰქონდა ბენედიქტ მატურინს, მაილს ტერნემა კი 15 ქულა დააგროვა.

რიკ კარლაილის გუნდისთვის ეს ბოლო წინასასეზონო შეხვედრა იყო. შემდეგ მატჩს „ინდიანა პეისერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში გამართავს – 20 ოქტომბერს გოგას გუნდი „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდება.