ბითაძის 8 წუთი და „ინდიანას“ უშანსო მარცხი მილუოკიში (ვიდეო)

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან „მილუოკისთან“ სტუმრად გამართა. „ბაქსი“ მიმდინარე სეზონზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ანტეტოკუნმპოს გუნდი 27 მოგებით და 4 მარცხით ლიგაში საუკეთესოა.

„პეისერსს” „მილუკისთან” შეხვედრაში შეიძლება ითქვას, რომ შანსი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ინდიანელები მეოთხე პერიოდის წინ 10 ქულის სხვაობით აგებდნენ, გადამწყვეტი 12 წუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 34-16 მოიგეს და საბოლოოდ 117-89 გაიმარჯვეს.

იანის ანტეტოკუმპომ 18 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ის 31 წუთი, რომელიც იანისმა პარკეტზე გაატარა, „მილუოკიმ” 29 ქულით მოიგო. საუკეთესო „ბაქსში” ვეტერანი მსროლელი ვესლი მეტიუზი გამოდგა 19 ქულით.

გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის საშუალება ნეიტ მაკმილანმა მხოლოდ 8 წუთით მისცა. ქართველმა ცენტრმა სამი სროლიდან ვერცერთი ჩააგდო (მათ შორის ერთი სამქულიანი), ორი პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. მის აქტივში ორი მოხსნაა (ორივე თავის ფარზე) და ერთი ბლოკი – ამ კომპონენტში ბითაძე ძალიან კარგად გამოიყურება.

დატოვე კომენტარი