ბითაძის 8 ქულა 10 წუთში - გოგამ „პეისერსის“ მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 8 ქულა 10 წუთში - გოგამ „პეისერსის“ მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

4 ნოემბერს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში მორიგი გამარჯვება იზეიმა. რიკ კარლაილის გუნდი ამჯერად, „ნიუ იორკ ნიქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრა მათი დამაჯერებელი უპირატესობით, 111-98 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ კალათბურთელს სათამაშოდ შეზღუდული დრო მიეცა, მან თავისი გუნდის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გოგამ 9:40 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულის, 3 მოხსნისა (დაცვაში) და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 1-დან 1 ორქულიანი. 22 წლის ცენტრი მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. ბითაძეს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მეოთხე მეოთხედში იყო – მან თავის ნახევარზე დერიკ როუზს ბურთი მოპარა, შეტევაში სწრაფად გადავიდა და მარტივი Layup-ით 2 ქულა აიღო.

 

პეისერსი“ თავიდანვე კარგად გამოიყურებოდა და 14 ქულით მეტოქეს გაექცა. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე „ნიქსმა“ სხვაობის შემცირება 5 ქულამდე მოახერხა, მაგრამ კარლაილის გუნდმა საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა, რაც დიდწილად მაილს ტერნერის დამსახურებაა, რომელსაც გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. 25 წლის კალათბურთელმა 25 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მან 10-დან 7 სამქულიანი გამოიყენა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. კარგი შედეგი ჰქონდა კარის ლევერტსაც, რომლის ანგარიშზეც 21 ქულაა, მალკოლმ ბროგდონმა კი 17 ქულა დააგროვა და სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა და 3 პასი დააკლდა. „ნიქსიდან“ ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ერ ჯეი ბარეტი იყო, ჯულიუს რენდლმა 18 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

„ინდიანა პეისერსისთვი“ ეს მიმდინარე სეზონში მესამე და ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 6 ნოემბერს „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.