ბითაძის 7 ქულა 19 წუთში - „ინდიანა“ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 7 ქულა 19 წუთში - „ინდიანა“ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსისწაგებათა სერია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება. გოგა ბითაძის გუნდმა ამჯერად „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლა და 120-129 დამარცხდა.

გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში ამ სეზონში მეექვსედ მოხვდა და ამჯერად, 18:51 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 7 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში), 3 პასი და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 ერთქულიანი გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი. მიუხედავად მარცხისა, ბითაძეს +/- მაჩვენებელი +1 ჰქონდა.

პირველი მეოთხედი რიკ კარლაილის გუნდმა კარგად დაიწყო და მეტოქეს 4 ქულით უგებდა, მაგრამ მეორე მეოთხედში „ინდიანა“ ცუდად გამოიყურებოდა და „მინესოტამ“ 12 ქულით წინ გასვლა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის დაწყებამდე „პეისერსმა“ თამაშში დაბრუნება და სხვაობის 4 ქულამდე შემცირება მოახერხა, მაინც დამარცხდა და ზედიზედ მე-6 წაგება დაუგროვდა.

მატჩში საუკეთესო 37 ქულით ენტონი ედვარდსი იყო. „პეისერსის“ მხრიდან ორმა კალათბურთელმა გაიფორმა ორმაგი დუბლი. ოშეი ბრისეტი 22 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა, ჯეილენ სმიტის ანგარიშზე კი 17 ქულა და 11 მოხსნაა.

„ინდიანა პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას 16 თებერვალს „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს და შესაძლოა, ქართული დუელი კიდევ ერთხელ ვიხილოთ.