ბითაძის 4 ქულა 4 წუთში - „პეისერსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 4 ქულა 4 წუთში - „პეისერსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

6 ნოემბერს NBA-ის გუნდებმა რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები ჩაატარეს. მათ შორის იყვნენ გოგა ბიტაძის „ინდიანა პეისერსი“ და სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“.

პეისერსი“ სტუმრად „პორტლენდს“ ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 106-110 დამარცხდა. ბითაძემ ამ შეხვედრაში ძალიან ცოტა 3:39 წუთი ითამაშა და თავის გამოჩენა მაინც მოასწრო – მის ანგარიშზე 4 ქულა და 1 მოხსნაა (დაცვაში). გოგამ  პერიმეტრიდან ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი ერთიდან ერთი გამოიყენა. ის საჯარიმოს ხაზთან 2-ჯერ დადგა და ორივეჯერ ბურთი კალათში მოათავსა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და +/- მაჩვენებელი +1 ჰქონდა, რაც გუნდში მესამე საუკეთესო შედეგი იყო.

 

შეხვედრა „პორტლენდის“ მცირე უპირატესობით დაიწყო და დიდ შესვენებამდე 6 ქულით იგებდნენ. რიკ კარლაილის გუნდმა ინტრიგის დაბრუნება მოახერხა და ბოლო პერიოდის დაწყებამდე 1 ქულით წინ გავიდნენ. მიუხედავად ამისა, „ბლეიზერსმა“ მეოთხე მეოთხედი 5 ქულით მოიგო და 4-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა.

პორტლენდი – ინდიანა

მატჩში საუკეთესო სი ჯეი მაკკოლუმი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. 25 ქულა ჰქონდა ნორმან პაუელს. „პეისერსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი მაკკონელი იყო, რომლის ანგარიშზეც 19 ქულაა. მაილს ტერნერმა 16 ქულა დააგროვა, დომანტას საბონისმა კი 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 98-113 დამარცხდა, რაც გასაკვირია, რადგან პირველ მეოთხედში ვისკონსინელებმა 19 ქულით მოიგეს. ქართველი კალათბურთელი „ბაქსის“ განაცხადშიც არ ყოფილა, შესაბამისად, ის „ვისკონსინ ჰერდთან“ ერთად G ლიგის ახალი სეზონისათვის ემზადება.

ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 8 ნოემბერს „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავს.