ბითაძის 18 ქულა და რეკორდი - გოგა „კლივლენდთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 18 ქულა და რეკორდი - გოგა „კლივლენდთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარულის დაწყებამდე, ბოლო წინასასეზონო მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლა და 94:110 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ეს შეხვედრა არაჩვეულებრივად ჩაატარა და ახალი სეზონის დაწყებამდე ყველას დაანახა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. ბითაძემ „კლივლენდის“ წინააღმდეგ 23.28 წუთი ითამაშა და 18 ქულით კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მან პერიმეტრიდან 7-დან 4 ბურთი ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი 3-დან 2. გოგა საჯარიმოს ხაზთან 3-ჯერ დადგა და 2-ჯერ ზუსტად ისროლა. 18 ქულასთან ერთად, ბითაძემ 6 მოხსნა (1 შეტევაში და 5 დაცვაში) და 3 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას მთელი მატჩის განმავლობაში არც ბურთი დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი აუღია.

 

კავალიერსი“ მეტოქეს პირველივე ტაიმში 13 ქულით გაექცა და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. ბითაძის შემდეგ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჩედი ოსმანი იყო 14 ქულით. დინ უეიდის, აიზია ჯექსონის და მიჩ ბელოკის ანგარიშზე 12-12 ქულაა.

პეისერსმა“ სხვა ყველა გუნდთან ერთად პრესეზონი ამ მატჩით დახურა. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი უკვე რეგულარულ სეზონში, 21 ოქტომბერს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი