ბითაძის 15 წუთი „ორლანდოსთან“ - გოგა „ინდიანას“ 5 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 15 წუთი „ორლანდოსთან“ - გოგა „ინდიანას“ 5 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

მინესოტასთან“ ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ, გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსთან“ ერთად „ორლანდო მეჯიქს“ ესტუმრა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა 111:106.

ტრავმა მოიშუშა დომანტას საბონისმა, შესაბამისად ბითაძეს შედარებით უფრო მცირე დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთი და 19 წამი ითამაშა. ამ დროში მან 5 ქულის, 7 მოხსნის (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ ოთხიდან ერთი ორქულიანი და სამიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, მეტოქის წინააღმდეგ ოთხჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

 

ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა ამ შეხვედრაში პირველივე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა და მეტოქეს 14 ქულით აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ ორლანდოელებმა მესამე მეოთხედის 8 ქულით მოგება შეძლეს, მატჩი მაინც „პეისერსის“ გამარჯვებით დასრულდა და გოგას გუნდმა რეგულარულში 24-ე გამარჯვება იზეიმა.

საბონისი მოედანს ორმაგი დუბლით დაუბრუნდა, მან 16 ქულასთან ერთად, 15 მოხსნა მოაგროვა. „ინდიანადან“ ყველაზე შედეგიანი 20 ქულით აარონ ჰოლიდეი იყო, რომელმაც მეტოქეს ექვსი სამქულიანი ჩაუგდო და კარიერის საუკეთესო მჩვენებელი დააფიქსირა. 19 ქულა ჰქონდა დაგ მაკდერმოტს. „ორლანდოდან“ ყველაზე კარგად ტერენს როსი გამოიყურებოდა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულაა.

 

ორლანდო – ინდიანა 106:111

„ინდიანა პეისერსი“ 24 მოგებითა და 27 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 12 აპრილს, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ოვერტაიმში „ნიუ იორკ ნიქსთან“ დამარცხდა.