ბითაძის 10 ქულა, „ინდიანას“ გამარჯვება „ტორონტოსთან“ [ვიდეო]

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ კანადურ „ტორონტო რეპტორსს“ უმასპინძლა. გოგას თანაგუნდელებმა განსაკუთრებული მობილიზებით მეოთხე პერიოდი ჩაატარეს, 31:17 იმარჯვეს და საბოლოოდ 129:114 მოიგეს.

მხოლოდ 11 წუთი ითამაშა მასპინძელთა ლიდერმა დომანტას საბონისმა, რომელმაც ფეხი დაიზიანა. შეიძლება ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ენდო მწვრთნელი გოგას და ქართველმაც იმედები არ გაუცრუა: 12 წუთში 10 ქულა და 2-2 მოხსნა-დაფარება მოაგროვა. მან 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

36 ქულით მატჩის ბომბარდირი ინდიანელი ბროგდონი გახდა.

„პეისერსი“ მომდევნო მატჩს 28 თებერვალს თბილისის დროით დილიდ 4 საათზე გამართავს.