ბითაძემ „შარლოტთან“ არასრული რვა წუთი ითამაშა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) განვითარების ლიგაში ჩატარებული ერთი მატჩის შემდეგ, გოგა ბითაძე „ინდიანას“ დაუბრუნდა. რანგით დაბალ ლიგაში ბითაძემ 36 წუთი გაატარა პარკეტზე და ამ დროის მანძილზე 26 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი დღეს „შარლოტის“ წინააღმდეგ მცირე ხნით გამოჩნდა მოედანზე. ნეიტ მაკმილანმა მას მხოლოდ 7:58 წუთი დაუთმო.

აღნიშნულ დროში გოგამ ორქულიანი ჩააგდო. მას აქტივში თითო მოხსნა-პასი და ორი დაფარებაც ჰქონდა. ინდიანელებმა მეტოქე 107:85 დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრას „პეისერსი“ 18 დეკემბერს კვლავ საკუთარ არენაზე ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან” ჩაატარებს.