ბითაძემ „პორტლენდთან“ ითამაშა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე, მორიგი, რიგით 35-ე გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის „ინდიანამ“. „პეისერსმა“ საკუთარ არენაზე „პორტლენდი“ მიიღო და 106-100 დაამარცხა.

ნეიტ მაკმილანმა 20 წლის ქართველი ცენტრი მოედანზე 6:40 წუთით გამოიყვანა. მცირე დროის მანძილზე ბითაძემ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ინდიანელებს შორის ყველაზე შედეგიანი 20 ქულითა და 11 მოხსნით დომანტას საბონისი იყო. მაელს ტერნერმა 14 ქულითა და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა. 17 ქულა მიითვალა მალკოლმ ბროგდონმა.

„პორტლენდს“, რომელიც ლიდერის დემიენ ლილარდის გარეშე ასპარეზობს, სი ჯეი მაკკალუმმა ულიდერა (28 ქულა). ჰასან ვაიტსაიდმა 18 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 12 ქულაა.

ფილადელფია – ნიუ იორკი 115-106

იოკლაჰომა – საკრამენტო 112-108

გოლდენ სტეიტი – ლეიკერსი 86-116