ბითაძემ მეტოქეს სამჯერ დაუფარა - „დენვერს“ იოკიჩმა მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსმაNBA-ის მორიგი შეხვედრა გამართა და ამჯერად, „დენვერ ნაგეტსს“ ესტუმრა. შეხვედრა ბოლო მეოთხედამდე საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში „ნაგეტსის“ გამარჯვებით დასრულდა 121:106.

გოგა ბითაძეს წინა შეხვედრისგან განსხვავებით თავის გამოჩენისთვის უფრო მეტი დრო მიეცა. მან 9 წუთი ითამაშა და ამ დროში, 3 ქულა, 2 მოხსნა (დაცვაში) , 3 დაფარება და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, საშუალოდ კი 2-დან ერთი ჩააგდო. გოგას საჯარიმოს ხაზიდან ერთხელ მოუწია სროლა და შანსი გამოიყენა.

შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას არცერთი გუნდი ფლობდა, შესაბამისად პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა. მეორე პერიოდში კი უკვე დენვერელთა უპირატესობა გამოიკვეთა და შესვენებაზე „ნაგეტსი“ 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში „ინდიანამ“ მატჩი შემოატრიალა და წინ 4 ქულით გავიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაიკლ მელოუნის გუნდმა თავისი ძალა გამოავლინა და მეტოქეს 15 ქულით მოუგო.

ნიკოლა იოკიჩს, როგორც ყოველთვის, ბრწყიბვალე შეხვედრა ჰქონდა, მან ორმაგი დუბლი გაიფორმა და 32 ქულასთან ერთად, 14 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. „ინდიანაში“ კი საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელსაც 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა დომანტას საბონისს, მის ანგარიშზე 10 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასია.

ბითაძის გუნდი 17 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ უძლიერეს „ბრუკლინს ნეტსთან“ გამართავს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და  ბოლო 14 შეხვედრაში 13 მოგება აქვს.