ბითაძემ „ჯი ლიგის“ პირველ შეხვედრაში 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა
ბითაძემ „ჯი ლიგის“ პირველ შეხვედრაში 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა

გოგა ბითაძე გარკვეული პერიოდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგაში იასპარეზებს. ეს გადაწყვეტილება „ინდიანამ“ რამდენიმე დღის წინ მიიღო. დღეს კი ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა  „პეისერსის” სატელიტ გუნდ „პორტ ვეინის” შემადგენლობაში პირველი მატჩი გამართა. მოედანზე გატარებულ არასრულ 37 წუთში ბითაძემ 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.

როგორც ინდიანელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, ბითაძეს ბოლო მატჩებში მცირე სათამაშო დრო მიეცა და პრაქტიკის მისაღებად ის „პორტ ვეინში“ გაუშვეს. სავარაუდოდ, ბითაძე შემდეგ მატჩს უკვე „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში ჩაატარებს.