ბითაძემ „ფინიქსთან“ 3:35 წუთი ითამაშა, „ინდიანამ“ მორიგი მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი, რიგით 29-ე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ნეიტ მაკმილანის გუნდი ამჯერად სტუმრად „ფინიქსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს უშანსოდ 87-112 სძლია.

სამწუხაროდ კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 3:35 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ინდიანელებს შორის საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 24 ქულითა და 13 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. 25 ქულა დააგროვა ტი ჯეი ვორენმა. ასევე ორმაგი დუბლი (10 ქულა 11 პასი) ჰქონდა ტი ჯეი მაკკონელს.

„ფინიქსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულითა და 9 მოხსნით კელი უბრე გამოდგა.

დეტროიტი – საკრამენტო 127-106

ორლანდო – ოკლაჰომა 114-120

ტორონტო – ფილადელფია 107-95

ატლანტა – კლიპერსი 102-95

ბოსტონი – მემფისი 119-95

მაიამი – ვაშინგტონი 134-129 (ოვერტაიმი)

ნიუ იორკი – ლეიკერსი 92-100

ჩიკაგო – მინესოტა 117-110

ჰიუსტონი – დენვერი 121-105

ნიუ ორლეანი – სან ანტონიო 117-121

გოლდენ სტეიტი – იუტა 96-129

დატოვე კომენტარი