ბითაძემ ჩიკაგოსთან ითამაშა (ვიდეო)

„ინდიანამ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „პეისერსმა“ ამჯერად სტუმრად „ჩიკაგო“ დაამარცხა (102-108)

20 წლის ქართველი ცენტრი ნეიტ მაკმილანმა მოედანზე 7:16 წუთით გამოაჩინა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ინდიანელებს შორის ყველაზე მეტი 24 ქულა და 12 მოხსნა დომანტას საბონისის ანგარიშზეა. 16 ქულა მიითვალა ვიქტორ ოლადიპომ. 15 ქულა იყო მაელს ტერნერის ანგარიშზე.

„ჩიკაგოს“ რიგებში კი 26 ქულით ყველაზე შედეგიანი კობი ვაიტი გამოდგა. 25 ქულა ჰქონდა შაკილ ჰარისონს.

„ინდიანა“ 38 მოგებითა და 25 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.