ბითაძე „ოკლაჰომასთან“ მოედანზე არ გამოჩენილა, „ინდიანამ“ კი მორიგი მატჩი მოიგო
ბითაძე „ოკლაჰომასთან“ მოედანზე არ გამოჩენილა, „ინდიანამ“ კი მორიგი მატჩი მოიგო

გოგა ბითაძის „ინდიანა“ რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 100-107 მოიგო. სამწუხარაოდ, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ბოლო 4 მატჩში „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა გოგას სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირა. „მემფისთან“ გოგამ 3 წუთი გაატარა პარკეტზე, „ფილადელფიასთან“ 5 წუთი, „ატლანტასთან“ კი მხოლოდ 4 წუთი გამოჩნდა.

„მემფისთან“ მოგებულ შეხვედრაში ყველაზე მეტი (24) ქულა ტი ჯეი უორენმა დააგროვა. დომანტას საბონისმა 17 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „პეისერსს“ 21 მატჩიდან 14 მოგება და 7 მარცხი აქვს – შედეგად, „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. კონფერენციას „მილუოკი ბაქსი“ 19 მოგებით ლიდერობს. „ინდიანა“ მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს, ისევ სტუმრად, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.