ბითაძე მორიგ მატჩს ევროლიგაზე დღეს გამართავს
ბითაძე მორიგ მატჩს ევროლიგაზე დღეს გამართავს
საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს 27-ე ტურის ოთხი შეხვედრა შედგება. გოგა ბითაძის ბუდოჩნოსტი მორიგ მატჩს სტუმრად სტამბოლში, ფენერბახჩეს წინააღმდეგ გამართავს.
ფავორიტად, რა თქმა უნდა, თურქული გუნდი მიიჩნევა, რომელიც 22 მოგებით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. ბუდოჩნოსტი კი 6 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და პლეიოფში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.
მატჩი თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება. მანამდე, 21:00 საათზე, დღის პირველ შეხვედრაში, ანადოლუ ეფესი მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს, 23:00 საათზე ოლიმპიაკოსი მიუნხენის ბაიერნს საკუთარ არენაზე მიიღებს, ხოლო დღის ბოლო დაპირისპირება 00:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ორი ესპანური გუნდი – გრან კანარია და ბარსელონა შეხვდებიან.