საკალათბურთო „ევროლიგაზე“ დღეს მე-18 ტურის დარჩენილი მატჩები შედგება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირზე რიგით მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს. „ბუდოჩნოსტი“ საკუთარ არენაზე თურქულ „დარუშაფაკას“ მიიღებს და რიგით მეოთხე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ბითაძის გუნდი ჯერჯერობით 3 მ
ოგებითა და 14 წაგებით ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. ევროლიგაზე დღეს კიდევ 4 მატჩი გაიმართება.
ცსკა – მაკაბი
ბასკონია – გრან კანარია
ბაიერნი – ოლიმპიაკოსი
ბარსელონა – პანათინაიკოსი