ბითაძე ამერიკაში გამოიძახეს

17:12, 09.05.2018

18 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე წინასადრაფტოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოძახებული. წესის თანახმად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდები დრაფტის წინ ერთი თვით ადრე იწვევენ კალათბურთელებს, რათა მწვრთნელები კარგად დააკვირდნენ NBA-ის პოტენციურ დებიუტანტებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის NBA-ს დრაფტზე, რომელიც 21 ივნისს გაიმართება, გოგა ბითაძემაც წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. ამიტომაც, მალე მას აშშ-ში ვარჯიშები ელოდება.

ბოლო დღეებში, სერბული გამოცემები წერენ, რომ ქართველი ტრავმირებულია და სწორედ ამიტომ ვერ ითამაშა “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩში, რომელიც მისმა “მეგა ბიმაქსმა” 76:74 მოიგო.

მსგავსი