ბითაძე 4 ქულით დაბრუნდა - „პეისერსი“ „პელიკანსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძე 4 ქულით დაბრუნდა - „პეისერსი“ „პელიკანსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

27 დეკემბერს, გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელიც დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს, „ნიუ ორლეანს პელიკანსს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა 93-113.

ბითაძე პარკეტს დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდა – ის ბოლო მეოთხედში გამოჩნდა, როცა სხვაობა 28 ქულა იყო და 10:56 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 4 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება მოასწრო. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და +/- მაჩვენებელი 8 ჰქონდა. რაც შეეხება პასივს, ქართველი ცენტრი მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა.

პელიკანსმა“ უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვა, როცა მეტოქეს 19 ქულით გაექცა. საბოლოო ჯამში, უილი გრინის გუნდმა 20 ქულით მოიგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა.

ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ნაჯი მარშალი იყო, 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა იონას ვალანჩუნასს, 19 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით კი სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩა. „პეისერსის“ მხრიდან 15 ქულა ჰქონდა ბენედიქტ მატურინს, 14 ქულა კი – მაილს ტერნერს.

მომდევნო შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 28 დეკემბერს „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ გამართავს.