ბითაძე 4 ქულით დაბრუნდა - „ინდიანა“ „ბოსტონთან“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძე 4 ქულით დაბრუნდა - „ინდიანა“ „ბოსტონთან“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა და გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ბოსტონ სელტიკსთან“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა 100-119.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი კორონავირუსის გამო თავის გუნდს ბოლო შეხვედრებში ვერ ეხმარებოდა და 5 მატჩის გამოტოვება მოუწია. „ბოსტონთან“ კი გოგა დაბრუნდა და პარკეტზე თამაშის დასრულებამდე 4:40 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა „პეისერსი“ 22 ქულით აგებდა. ბითაძემ ამ დროში 4 ქულის დაგროვება მოახერხა, მან 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ერთხელ ისროლა და ააცილა. ის მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა.

 

სელტიკსი“ მეტოქეს პირველივე მეოთხედში 10 ქულით გაექცა და მიუხედავად იმისა, რომ კარლაილის გუნდმა მეორე მეოთხედში სხვაობის შემცირება მოახერხა, თამაში მაინც ვერ შემოატრიალა. ჯეილენ ბრაუნმა 34 ქულის დაგროვება მოახერხა, 33 ქულაა ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე, 23 ქულა კი გერმანელ დენის შროდერს ჰქონდა, „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო 18 ქულით მაილს ტერნერი იყო, 17 ქულა კი დომანტას საბონისს ჰქონდა.

 

ინდიანა VS ბოსტონი

პეისერსი“ ამ სეზონში ცუდად გამოიყურება, მათ 15 მოგება და 27 წაგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 15 იანვარს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი