ბიორნ იონსენი - „ტორპედომ“ სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა შედეგებს ვაუმჯობესებთ #1TVSPORT
ბიორნ იონსენი - „ტორპედომ“ სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა შედეგებს ვაუმჯობესებთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ბიორნ იონსენმა და მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა კომენტარი გააკეთეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვებაზე (1:0).

ბიორნ იონსენი, „ტორპედოს“ თავდამსხმელი: „ქუთაისის „ტორპედოში“ ჩემი მიზანი იყო, ამ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავმხდარიყავი. თავიდან სეზონი ცუდად დავიწყეთ, რადგან ახალი გუნდი ვიყავით და ახალი მწვრთნელი გვყავდა. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ნელ-ნელა შედეგებს ვაუმჯობესებთ.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. პირველ წრეში, ბათუმში მეტოქეზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, ამჯერად კი სამი ქულა მოვიპოვეთ. მადლობა ფანებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა“.

დირკ შუსტერი, „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი: „პირველ ტაიმში დიდი ენერგია დავხარჯეთ, მაგრამ „დინამომ“ უკეთესი მომენტები შექმნა. შესვენების შემდეგ უკეთესად ავთამაშდით და შედეგსაც მივაღწიეთ – ზედიზედ მესამე მატჩი მოვიგეთ. არ ვფიქრობ, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვართ, თუმცა ვცდილობთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთესები გავხდეთ. „სამგურალთან“ მომდევნო მატჩიც ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, ის თამაშიც მოვიგოთ“.

ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 21 ქულით ეროვნულ ლიგაში მეხუთე ადგილზეა.