ბიორნ ბორგის ვაჟი ნადალის აკადემიაში ივარჯიშებს
ბიორნ ბორგის ვაჟი ნადალის აკადემიაში ივარჯიშებს

ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის ბიორნ ბორგის ვაჟმა ლეო ბორგმა განაცხადა, რომ ესპანელმა რაფაელ ნადალმა საკუთარ აკადემიაში ვარჯიში შესთავაზა. უმცროსი ბორგი გეგმავს, იქ თვეში ორი კვირა გაატაროს, კიდევ ორ თვეს კი ის შვედეთის ქალაქ გიოტებორგში ივარჯიშებს, – წერს შვედური პრესა.

16 წლის ლეო ბორგი თავის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჩოგბურთელად მიიჩნევა. 2018 წელს, 15 წლის ასაკში მან სტოკჰოლმში ATP-ის ტურნირის კვალიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა.

ყოფილი შვედი ჩოგბურთელის მატს ვილანდერის აზრით, ლეოს შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა. თავად იუნიორი ჩოგბურთელი უახლოეს პერიოდში „ჩელენჯერის“ ტურნირებზე კონცენტრირებას გეგმავს.