ბიორნ ბორგის 17 წლის ვაჟი ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს (ვიდეო)
ბიორნ ბორგის 17 წლის ვაჟი ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს (ვიდეო)

ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის, „დიდი სლემის“ 11-გზის ჩემპიონ ბიორნ ბორგის 17 წლის ვაჟმა ლეო ბორგმა რაფაელ ნადალის აკადემიაში დაიწყო ვარჯიში.

შვედი მოთამაშე რამდენიმე თვის წინ გეგმავდა ნადალის აკადემიაში მეცადინეობის დაწყებას, მაგრამ ეს არ მოხერხდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

ბორგის მეცადინეობებს თვალს ადევნებენ აკადემიის მწვრთნელები ტონი ნადალის მეთაურობით.

რაფაელ ნადალის აკადემია ესპანელი ჩოგბურთელის მშობლიურ ქალაქ მანაკორში მდებარეობს.