ბიორდალენმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

14:42, 05.03.2019
Norway's  Ole Einar Bjoerndalen attends a training session of the Biathlon World Cup at the Chiemgau Arena in Ruhpolding, Germany,  Thursday, Jan. 11, 2018. (Sven Hoppe/dpa via AP)

Norway's Ole Einar Bjoerndalen attends a training session of the Biathlon World Cup at the Chiemgau Arena in Ruhpolding, Germany, Thursday, Jan. 11, 2018. (Sven Hoppe/dpa via AP)

რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბიატლონში, ოლე ეინარ ბიორდალენმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრ საინტერესო სპორტსმენს ვიხილავთ. ნორვეგიის ნაკრების სიძლიერეში დარწმუნებული ვარ. იოჰანეს ბო ძალიან მაგარ ფორმაშია, ის მსოფლიო ეტაპის საერთო ჩათვლას ლიდერობს. ვიმედოვნებ ფურკადიც დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას. რუსეთის ნაკრებიდან ლოგინოვს გამოვყოფდი, ის ბოლო პერიოდში კარგად ასპარეზობს. გერმანიის ნაკრებმა მიმდინარე სეზონში ცოტა იმედები გამიცრუა, მაგრამ მათგან სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია“, – ციტირებს „თი-ეი-სი-სი“ (ТАСС) ბიორდალენს.

მსოფლიო ჩემპიონატი 7-17 მარტს შვედურ ესტერსუნდში გაიმართება.

მსგავსი