ბილი გილმორი მოედანს ოთხი თვე ვერ დაუბრუნდება

18:21, 10.07.2020

„ჩელსის“ ნახევარმცველს, ბილი გილმორს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და სამედიცინო დასკვნის თანახმად, ფეხბურთელი მოედანზე ოთხი თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება, – იუწყება Sky Sports.

19 წლის შოტლანდიელმა ტრავმა „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ მატჩში მე-19 წუთზე მიიღო, მაგრამ მინდორი მე-80 წუთამდე არ დაუტოვებია, სანამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ჟორჟინიომ არ შეცვალა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გილმორის ტრავმა სერიოზული იყო და ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდებოდა.

მსგავსი