„ბილდის“ ინფორმაციით, „რეალი“, შეიძლება, სებასტიან ჰიონესმა ჩაიბაროს #1TVSPORT

23:47, 21.04.2026

„შტუტგარტის“ მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან ჰიონესმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს, – იტყობინება გაზეთი Bild-ი.

ესპანურ კლუბში სულ უფრო მეტად იხრებიან იმისკენ, რომ ალვარო არბელოამ უნდა დატოვოს მთავარი მწვრთნელის პოსტი. „რეალი“ უცხოელ სპეციალისტს ეძებს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჰიონესი გახდა. გერმანელი სპეციალისტის სათამაშო სტილი და წარმატებები ძალიან მოსწონს მადრიდელთა ხელმძღვანელობას.

სებასტიან ჰიონესი 2023 წლიდან ავარჯიშებს „შტუტგარტს“. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2025 წელს გერმანიის თასი მოიგო. მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი