„ბილდი“ - ზაბიტცერს სეზონის განახლების წინ კორონავირუსი აღმოუჩინეს, „ლაიპციგმა“ ინფორმაცია დამალა
„ბილდი“ - ზაბიტცერს სეზონის განახლების წინ კორონავირუსი აღმოუჩინეს, „ლაიპციგმა“ ინფორმაცია დამალა

„ლაიპციგის“ ავსტრიელმა ნახევარმცველმა მარსელ ზაბიტცერმა დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ეს დაახლოებით სამკვირანახევრის წინ მოხდა.

COVID-19-ის ტესტზე დადებითი შედეგი ფეხბურთელმა ჯგუფური ვარჯიშების დაწყებამდე ჩატარებული ტესტირებების პირველი ტალღისას მიიღო. როგორც გაზეთმა „ბილდმა“ გაარკვია, ვირუსი აღმოაჩნდათ ზაბიტცერსა და „ლაიპციგის“ ფიზიოთერაპევტს. 26 წლის ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ აღნიშნებოდა და ის ორკვირიან კარანტინში გაუშვეს. კლუბს არ გაუმხელია ინფორმაცია ზაბიტცერის დაინფიცირების შესახებ.

ფეხბურთელის მომდევნო ტესტები უარყოფითი შედეგის იყო. სეზონის რესტარტის შემდეგ, ავსტრიელმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, „მაინცის“ წინააღმდეგ კი გოლი და შედეგიანი პასი ჰქონდა.