„ბილდი“ - „ლივერპულმა“ ტიაგო ალკანტარასთან კონტრაქტი შეათანხმა
„ბილდი“ - „ლივერპულმა“ ტიაგო ალკანტარასთან კონტრაქტი შეათანხმა

ინგლისის ჩემპიონმა „ლივერპულმა“ „ბაიერნის“ ნახევარმცველთან ტიაგო ალკანტარასთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

როგორც „ბილდი“ იტყობინება, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მოიწონა ტრანსფერი და მხარეები უკვე მივიდნენ გარიგებამდე.

ამასთან, კლუბები ვერ ახერხებენ ტრანსფერის თანხაზე მოლაპარაკებას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ინგლისელებმა მიუნხენურ კლუბს ესპანელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ „ბარსელონა“ 40 მილიონს ითხოვს.

29 წლის ალკანტარას კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გერმანიის ჩემპიონს უნდოდა ესპანელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ კონტრაქტის პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.

2019-20 წლების სეზონში ტიაგო ალკანტარამ 35 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.