„ბილდი“ - ლეროი სანე „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა
„ბილდი“ - ლეროი სანე „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა

გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, ლეროი სანე უკვე შეიძლება მივიჩნიოთ „ბაიერნის“ ფეხბურთელად. ირკვევა, რომ „მანჩესტერ სიტი“ დათანხმდა თავისი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ მიუნხენურ კლუბში გაყიდვას. სანემ უკვე გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან.

24 წლის სანეს ხელფასი „ბაიერნში“ 20 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება. სწორედ ამ თანხას ითხოვდა ფეხბურთელი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ნაკლებ ხელფასს დათანხმდა.

„მანჩესტერ სიტი“ არ აპირებს სანეს გამოყენებას სეზონის დარჩენილ მატჩებში – ეს შეეხება როგორც პრემიერლიგას, ასევე ჩემპიონთა ლიგას.

გერმანელმა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, თითქმის მთლიანად გამოტოვა 2019-20 წლების სეზონი და მხოლოდ 22 ივნისს დაბრუნდა მოედანზე.

სანე ბოლო ოთხი სეზონი გამოდიოდა „მანჩესტერ სიტიში“. ინგლისურმა კლუბმა ის 2016 წელს, „შალკედან“ შეიძინა 55 მილიონ ევროდ და მაშინ გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.