„ბილდი“ - კლოპმა, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები გაწვრთნას
„ბილდი“ - კლოპმა, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები გაწვრთნას

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მომავალში, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს. ამის შესახებ დაწერა „ბილდის“ ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა.

მისი სიტყვებით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი დაინტერესებულია 53 წლის კლოპის გაფორმებით, რომელმაც წელს, „ლივერპულს“ ბოლო 30 წელიწადში პირველად მოაპოვებინა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

ადრე გერმანელმა სპეციალისტმა გამოაცხადა, რომ „ლივერპულში“ ოთხი წელი მუშაობის შემდეგ, ერთი წელი პაუზის აღებას აპირებს. მან არ გამორიცხა, რომ მისი მომდევნო სამუშაო ადგილი სწორედ ნაკრები იყოს.

გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ავარჯიშებს. ამ დროის განმავლობაში, მან თითოჯერ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.