„ბილდი“ - ჰავერცი „ლევერკუზენს“ „ჩელსიში“ გაყიდვას სთხოვს
„ბილდი“ - ჰავერცი „ლევერკუზენს“ „ჩელსიში“ გაყიდვას სთხოვს

„ლევერკუზენის“ ლიდერი კაი ჰავერცი მომავალი სეზონისთვის, შესაძლოა, „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდეს.

„სპორტ ბილდის“ ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველმა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას ინგლისში გაყიდვა სთხოვა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსი“ მზად არის გადაიხადოს ფეხბურთელისთვის 100 მილიონი ევრო, რაც გამოსასყიდ თანხად არის მითითებული ჰავერცის კონტრაქტში.

გერმანელის კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

2019-2020 წლების სეზონზე ჰავერცმა 43 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.