„ბილდი“ (Bild) - გაბრიელ ჟესუსს ზამთარში „ბაიერნი“ იყიდის
„ბილდი“ (Bild) - გაბრიელ ჟესუსს ზამთარში „ბაიერნი“ იყიდის

„მანჩესტერ სიტისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს. ამის შესახებ დაწერა გერმანულმა გამოცემა „შპორტ ბილდმა“ (Sport Bild).

წყაროს ცნობით, გერმანიის ჩემპიონი მზად არის, ბრაზილიელ ფორვარდში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. „სიტის“ ხელმძღვანელობას ეს თანხა მისაღებად მიაჩნია.

ჟესუსის გარდა, „ბაიერნი“ აპირებს ლეროი სანეს აყვანასაც, რომლის ტრანსფერი ზაფხულში ფეხბურთელის ტრავმის გამო ჩაიშალა.

გაბრიელ ჟესუსს პრემიერლიგის ამ სეზონის ოთხ მატჩში ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს.