„ბილბაოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს
„ბილბაოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

ესპანეთის ჩემპიონატის აუთსაიდერ „ბილბაოს“ ხელმძღვანელობამ ახალ მთავარ მწვრთნელად გაისკა გარიტანო დანიშნა. 43 წლის სპეციალისტმა შეცვალა ედუარდო ბერიცო, რომელიც პრიმერას მე-13 ტურის შემდეგ დაითხოვეს პოსტიდან.

49 წლის არგენტინელს, რომელმაც ერთი წლის წინ კიბო დაამარცხა, არ აპატიეს 13-მატჩიანი მოუგებელი სერია, რის გამოც, ბასკური კლუბი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.

გაისკა გარიტანო 2017 წლის ივნისიდან „ბილბაოს“ მეორე გუნდს ედგა სათავეში. მანამდე მას უმუშავია „ეიბარის“, „ვალიადოლიდისა“ და „დეპორტივოს“ მთავარ მწვრთნელად. ბილბაოელთა ახალი დამრიგებლის მთავარი სამწვრთნელო მიღწევაა „ეიბართან“ ერთად სეგუნდა დივიზიონის მოგება 2014 წელს.