„ბილბაომ“ ახალი მწვრთნელი დაასახელა #1TVSPORT

19:37, 05.05.2026

ბილბაოს „ატლეტიკმა“ გამოაცხადა ედინ ტერზიჩის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.

გერმანელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს მომავალი სეზონიდან ჩაუდგება სათავეში – ის შეცვლის ერნესტო ვალვერდეს, რომელიც ზაფხულში დატოვებს „ბილბაოს“. „დორტმუნდის“ ყოფილი დამრიგებლის კონტრაქტი ორწლიანი იქნება – 2028 წლის ზაფხულამდე.

„ბილბაო“ თავის ახალ მწვრთნელს ლა ლიგას სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად წარადგენს.

მსგავსი