ბილ კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი აცხადებს, რომ არაფერი იცოდა ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე. ბილ კლინტონი წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მისაცემად მივიდა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
„მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი არ გამიკეთებია“, – განაცხადა კლინტონმა. ბილ კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის ჩვენების მისაცემად დაბარება „უბრალოდ არასწორი იყო“. ჰილარი კლინტონი საზედამხედველო კომიტეტში 26 თებერვალს იმყოფებოდა.
ბილ კლინტონს ფიცის დადების შემდეგ დაუსვამენ კითხვებს ეპშტეინთან ურთიერთობისა და ფოტოების შესახებ, რომლებზეც ყოფილი პრეზიდენტი ეპშტეინთან და ეპშტეინის თანამოაზრე გისლეინ მაქსველთან ერთადაა გამოსახული. გისლეინ მაქსველს სექსტრეფიკინგისა და სხვა დანაშაულებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
1983 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი კონგრესის პანელის წინაშე ჩვენების მისაცემად წარდგა. როგორც ცნობილია, 1983 წელს კონგრესში ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯერალდ ფორდმა მისცა ჩვენება.