ბილ კლინტონი - პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია, კატარი და სხვა აქტორები დიდ მადლობას იმსახურებენ იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მისაღწევად
ბილ კლინტონი - პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია, კატარი და სხვა აქტორები დიდ მადლობას იმსახურებენ იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მისაღწევად

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მადლობას უხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩართულ მხარეებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის. ამის შესახებ კლინტონი სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, კატარი და სხვა რეგიონული აქტორები დიდ მადლობას იმსახურებენ იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ შეთანხმების მისაღწევად“, – წერს კლინტონი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელი და „ჰამასი“ უნდა ეცადონ ამ მყიფე მომენტის მდგრად მშვიდობად გარდაქმნას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პალესტინელების, ასევე ისრაელელების ღირსებასა და უსაფრთხოებას.