ბილ გეითსი „მაიკროსოფტის“ მმართველთა საბჭოს ტოვებს
ბილ გეითსი „მაიკროსოფტის“ მმართველთა საბჭოს ტოვებს

ბილ გეითსი „მაიკროსოფტის“ მმართველთა საბჭოს ტოვებს. როგორც „ბიბისი“ წერს, კომპანიის დამფუძნებელი უფრო მეტ დროს ფილანტროპულ აქტივობას დაუთმობს.

როგორც გეითსი აცხადებს, ის ფოკუსირებული იქნება გლობალურ ჯანდაცვაზე, განათლებასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე.

გეითსმა ასევე დატოვა კიდევ ერთი უმდიდრესი ადამიანის – უორენ ბაფეტის ჰოლდინგის მმართველთა საბჭოც.

ბილ გეითსი „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელის პოსტიდან 2008 წელს გადადგა.

დატოვე კომენტარი