ბიძინა გეგიძე - გახარიას თანამდებობიდან გადადგომა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება
ბიძინა გეგიძე - გახარიას თანამდებობიდან გადადგომა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

როგორც ჟურნალისტებს გეგიძემ განუცხადა, 20 ივნისის შედეგებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა აიღოს და არა, პოლიციის ქვედა რგოლებმა.

„რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იყოს მიღებული. გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ამის შემდეგ, საჭიროა საფუძვლიანი შესწავლა, რათა ერთიანი სურათის დადგენა მოხდეს“, – განაცხადა გეგიძემ.