„ბიბისის“ ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT
„ბიბისის“ ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 65 წლის იტალიელი სპეციალისტი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი 26 მაისს გახდება. მას „სანტიაგო ბერნაბეუდან“ პომპეზურად გააცილებენ.

ანჩელოტისთან ერთად „რეალმა“ 15 ტიტული მოიგო. ის გუნდს ჯერ 2013-2015 წლებში წვრთნიდა, ხოლო შემდეგ 2021 წელს ჩაუდგა სათავეში.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდელთა ახალი მწვრთნელი ხაბი ალონსო იქნება, რომელიც კლუბთან კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმებს.