„ბიბისის“ ინფორმაციით, კანადამ უკრაინას რამდენიმე ცალი ახალი ჰაუბიცა გადასცა
„ბიბისის“ ინფორმაციით, კანადამ უკრაინას რამდენიმე ცალი ახალი ჰაუბიცა გადასცა

კანადამ უკრაინას ახალი ჰაუბიცები გადასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კანადის მთავრობის ცნობით, უკრაინას „M777“ ტიპის ჰაუბიცები, ჭურვები, ასევე ტანკსაწინააღმდეგო შაშხანების „კარლ გუსტაფის“ ჭურვები გაუგზავნეს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კანადური სამაუწყებლო კორპორაცია „სიბისი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოტავამ, რომელსაც არსენალში აღნიშნული ტიპის 37 ერთეული ჰაუბიცა აქვს, რომლებიც ავღანეთის ომის დროს შეიძინეს, უკრაინაში მხოლოდ ოთხი ცალი გაგზავნა. „ბიბისის“ ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გაგზავნა იგივე ტიპის 18 ერთეული იარაღი და უახლოეს მომავალში კიდევ 72-ის გაგზავნას გეგმავს.

„M777“-ის ტიპის ჰაუბიცას აქვს უფრო დაბალი მასა და შეუძლია სხვადასხვა ტიპის ჭურვების გასროლა, მათ შორის, რეაქტიული და „ჯიპიესით“ მართული რაკეტების, 40 კმ-მდე მანძილზე.

დატოვე კომენტარი