„ბიბისის“ ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი
„ბიბისის“ ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ირანში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბიბისი“ წერს, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია ირანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით.

ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 388 კი ინფიცირებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირუსის საფრთხის გამო, ირანის პარლამენტი სხდომებს დროებით აღარ ჩაატარებს.