„ბიბისის“ ცნობით, ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

01:26, 28.06.2022

ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაშავებულია 23 პირი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სარაკეტო იერიშამდე გაიდაი მოქალაქეებს მოუწოდებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ლისიჩანსკი „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის გამო“.

ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქში უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც უკრაინის ძალები აკონტროლებენ.

მსგავსი